ავსტრიის ალპებში ზვავების სერიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
პარასკევს, ავსტრიის ალპებში ძლიერი თოვლის მოსვლას ზვავების სერია მოჰყვა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო 42 წლის გერმანელი მამაკაცი, რომელიც 16 წლის ვაჟთან ერთად ზვავში მოყვა. ავსტრიაში ამ ზამთარს ზვავის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. რეგიონში ასევე დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა და სატრანსპორტო ქაოსი.