ჯანმრთელობა
14 February
ჯანმო-ს კვლევა: 2022 წელს კიბოს 7 მილიონზე მეტი შემთხვევა თავიდან აცილებადი იყო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ახალი კვლევის თანახმად, 2022 წელს კიბოს 7 მილიონზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დაფიქსირებული შემთხვევების თითქმის 40% მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან იყო დაკავშირებული, რომელთა შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია. კვლევა, რომელიც 185 ქვეყანაში კიბოს 36 ტიპს მოიცავდა, ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ის ყურადღებას ამახვილებს თამბაქოს, ალკოჰოლის, ჭარბი წონის, ჰაერის დაბინძურებისა და ინფექციების, მათ შორის ადამიანის პაპილომავირუსის (HPV), როლზე. კ