კულტურა
22 February
ტიპაჟის შექმნა: კოლონიური ფოტოგრაფია ინდოეთის ხალხების კლასიფიკაციისთვის
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფოტოგრაფია ბრიტანეთის იმპერიის მიერ ინდოეთის შესაცნობად და კლასიფიკაციისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა. დელის ხელოვნების გალერეა DAG-ის მიერ ორგანიზებული ახალი გამოფენა „ტიპაჟის შექმნა: ინდოეთის ხალხების ფოტოგრაფირება, 1855-1920“ თითქმის 200 იშვიათ ფოტოს აერთიანებს, რომლებიც კოლონიური ხელისუფლების მიერ ინდოეთის რთული სოციალური განსხვავებების გასაგებად და იდენტობების დასაფიქსირებლად გამოიყენებოდა.