ტრამპი უცხოპლანეტელების შესახებ სახელმწიფო ფაილების გასაჯაროებას დაჰპირდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის სააგენტოებს, მათ შორის თავდაცვის დეპარტამენტს, დაავალებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან და არამიწიერ სიცოცხლესთან დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გასაჯაროების პროცესი. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მის ბრალდებას ბარაკ ობამას მიმართ, რომელმაც პოდკასტში განაცხადა, რომ „უცხოპლანეტელები რეალური არიან“, რასაც ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება უწოდა.