საერთაშორისო
28 February
Gallup-ის გამოკითხვა: აშშ-ის ამომრჩევლებში ისრაელის მხარდაჭერამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
Gallup-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელ ამომრჩევლებს შორის ისრაელის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ამჟამად აშშ-ის მოქალაქეთა 41% უფრო მეტად პალესტინელებს უთანაგრძნობს, ვიდრე ისრაელს. ეს ცვლილება, განსაკუთრებით, 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის „არაპროპორციული“ პასუხის ფონზე მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ათწლეულების განმავლობაში ისრაელის მიმართ არსებული უპირობო მხარდაჭერა.