კიბერშეტევა Deutsche Bahn-ის სისტემებზე: შეფერხებები გერმანიის სარკინიგზო მიმოსვლაში
გერმანიის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი Deutsche Bahn კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რამაც მისი სისტემების მუშაობა, კერძოდ, ბილეთების გაყიდვა და განრიგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეაფერხა. კომპანიის განცხადებით, DDoS შეტევა სამშაბათს მოხდა და დროებითი გათიშვები გამოიწვია ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. Deutsche Bahn აცხადებს, რომ მიიღო თავდაცვითი ზომები და მუშაობს სისტემების სტაბილური მუშაობის აღდგენაზე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი IT სისტემები მუდმივად თავდასხმის ქვეშაა. გერმანიის უსაფრთხოე