საერთაშორისო პოლიტიკა
20 February
„მშვიდობის საბჭო“ ღაზის აღდგენას მილიარდებით ჰპირდება – ტრამპის ინიციატივის პირველი შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ინიციატივის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრა გამართა, რომელზეც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა ღაზის აღსადგენად მილიარდობით დოლარის გამოყოფა დააანონსეს, მათ შორის აშშ-მა 10 მილიარდი დოლარი დადო, თუმცა მისი დანიშნულება არ დააკონკრეტა. ზოგიერთმა ქვეყანამ სტაბილიზაციის ძალებში მონაწილეობის მისაღებად ჯარების გაგზავნაც იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან წარმოიშვა, მისი მანდატი გაფართოვდა და