ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა: „რეალი“ „სიტი“-ს, „პსჟ“ კი „ჩელსი“-ს დაუპირისპირდება
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის წილისყრამ დაგვანახა, რომ მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალ მადრიდი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება. სხვა საინტერესო წყვილებში მოხვდნენ „ბარსელონა“ – „ნიუკასლი“, „ტოტენჰემი“ – „ატლეტიკო მადრიდი“ და „არსენალი“ – „ბაიერ ლევერკუზენი“.