საერთაშორისო ამბები
14 February
აშშ იემენელებისთვის დროებით დაცვის სტატუსს აუქმებს
აშშ-ის მთავრობამ იემენელებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი (TPS) გააუქმა, რაც 1000-ზე მეტ იემენელ ლტოლვილსა და თავშესაფრის მაძიებელს 60 დღის ვადაში ქვეყნის დატოვებას უბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაპატიმრება და დეპორტაცია ემუქრებათ. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ იემენში წლებია კონფლიქტი გრძელდება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ამ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.