გარემო
14 February
DW-ის გამოძიება: ბანკები ფარულად აფინანსებენ ღრმაწყლოვან მოპოვებას, მიუხედავად ეკოლოგიური დაპირებებისა
Deutsche Welle-ის გამოძიებით დადგინდა, რომ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, რომელთაც საჯაროდ განაცხადეს ღრმაწყლოვანი მოპოვების დაფინანსებაზე უარის თქმა, ფარულად ათობით მილიონ დოლარს აბანდებენ ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კომპანიებში. მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ოკეანეების ფსკერის შესწავლა არასაკმარისია და ნებისმიერმა სამრეწველო ჩარევამ შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს პლანეტის ეკოსისტემებს. კრიტიკოსები ამას „გრინვოშინგს“ უწოდებენ.