TI აფრთხილებს: საქართველოს ახალი კანონები კრიტიკული აზრის კრიმინალიზაციის რისკს ქმნის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები, მათ შორის ახალი დანაშაული „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ“, კიდევ უფრო ახდენს კრიტიკული აზრის გამოხატვის კრიმინალიზაციას. ორგანიზაციის თქმით, ეს ცვლილებები, ისევე როგორც უცხოური დაფინანსების მიღებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, ბუნდოვანი ფორმულირებების გამო, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოტენციურ დამ