უნგრეთი: ორბანის წინასაარჩევნო ბრძოლა პეტერ მაგიარის წინააღმდეგ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც აპრილის არჩევნებამდე რეიტინგებში მეტოქე პეტერ მაგიარს ჩამორჩება, ცდილობს მას ბრიუსელისა და კიევის ინტერესების გამტარებლის იარლიყი მიაწებოს. ორბანმა ამ მიზნით უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს დაფინანსება დაბლოკა და მაგიარის პარტია „ტისა“ მოღალატეებად გამოაცხადა. მაგიარი კი ამ ხაფანგს ოსტატურად არიდებს თავს, ყურადღებას ამახვილებს რა ორბანის მთავრობის კორუფციასა და ეკონომიკურ წარუმატებლობაზე. ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან ორბანის ობსტრუქ