სოკ-მა უკრაინელ სკელეტონისტს ომში დაღუპულთა ჩაფხუტი აუკრძალა, კომპრომისად სამკლაური შესთავაზა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) უკრაინელ სკელეტონისტ ვლადისლავ ჰერასკევიჩს უარი უთხრა ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების პატივსაცემი ჩაფხუტის ტარებაზე. მიუხედავად უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის დაჟინებული მოთხოვნისა, სოკ-მა განაცხადა, რომ ჩაფხუტი არ შეესაბამება წესებს, თუმცა კომპრომისის სახით ნება დართო სპორტსმენს, შავი სამკლაური გაიკეთოს შეჯიბრზე.