სოციალური საკითხები
22 February
გერმანია: მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა, განათლებულთა შორის სიღარიბის რისკი იზრდება
გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რიცხვი იზრდება, მათ შორის სიღარიბის რისკიც მატულობს. 2025 წლისთვის, დაახლოებით 1.9 მილიონი კურსდამთავრებული სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა, რაც 2022 წელთან შედარებით 350,000-ით მეტია. ეს მონაცემები, გერმანიის სტატისტიკის ოფისის მიერ არის გამოქვეყნებული და მიუთითებს უმაღლესი კვალიფიკაციისა და კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს მოძებნის სირთულეზე.