მსოფლიო
22 February
იტალიაში დაზიანებული გულის გადანერგვის შემდეგ 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
იტალიაში 2 წლის დომენიკო, რომელსაც დეკემბრის ბოლოს დაზიანებული დონორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა. გული, სავარაუდოდ, ტრანსპორტირებისას დაზიანდა მშრალ ყინულთან პირდაპირი კონტაქტით, რამაც ქსოვილების მძიმე დაზიანება გამოიწვია. პროკურორებმა ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს და ექვსი მედიკოსი ოფიციალური გამოძიების ქვეშაა. შემთხვევამ იტალიაში აღშფოთება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და ოჯახმა მწუხარება გამოთქვეს.