კრიმინალი
28 February
სამტრედიაში ამპუტირებული ადამიანის ნაწილები და სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა
დასავლეთ საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში მიტოვებულ შენობაში, ადგილობრივებმა სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის ამპუტირებული ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. გენერალურმა პროკურატურამ სახიფათო ნივთიერებების უკანონო შენახვისა და გატარების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინა.