ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ ზარემა მუსაევას განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა
ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ პოლიტპატიმარ ზარემა მუსაევას მიმართ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. ახალი პროცესის განმავლობაში, მუსაევა წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება, იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „წამების წინააღმდეგ მებრძოლი გუნდი“.