ქოლ-ცენტრების თაღლითობის საქმე: მედიამენეჯერი ელისო კილაძე დააკავეს, ბრალი წაუყენეს ოთარ ფარცხალაძესაც
ქართული მედიასაშუალებების „ქრონიკა+“-ისა და CNews-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე თბილისში დააკავეს თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის ფარგლებში. გენერალური პროკურატურის განცხადებით, კილაძესა და ცხრა სხვა პირს, მათ შორის საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, ბრალი ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. გამოძიების თანახმად, საქმე 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის თაღლითურ მოპოვებასა და გათეთრებას ეხება, ხოლო ბრალდებულებს შორის ფუნქციებ