პოლიტიკა
20 February
კობახიძე შობადობის კლებას „ლიბერალურ იდეოლოგიას“ და „ლგბტ პროპაგანდას“ უკავშირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას შობადობის კლება, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, „ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიისა“ და „ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებას დაუკავშირა. მისი მტკიცებით, მიმდინარე სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნის „გათავისუფლებას“ ამ გავლენისგან. კობახიძემ განაცხადა, რომ შობადობის კლება სოციალური ფაქტორებით თითქმის არ არის განპირობებული და ამის დასამტკიცებლად კონტრასტი ეკონომიკურად განვითარებულ ევროპასა და განვითარებად კონტინენტებს შორი