ესპანეთში ხანძარს 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა
ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის რეგიონში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ხანძარი ქალაქ მანლეუში, ხუთსართულიანი შენობის ზედა სართულზე, საწყობში გაჩნდა. გარდაცვლილები შენობის მაცხოვრებლები არ იყვნენ, ხოლო მათი ასაკი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ყველა მათგანი ახალგაზრდა იყო, ზოგიერთი შესაძლოა არასრულწლოვანიც ყოფილიყო.