საერთაშორისო სიახლეები
14 February
16-წლიანი ძებნის შემდეგ: სლოვაკი გულშემატკივარი იტალიაში ჰოკეის საყურებლად ჩასვლისას დააკავეს
იტალიის პოლიციამ სლოვაკი მოქალაქე დააკავა, რომელსაც 16 წლის განმავლობაში ეძებდა ქურდობების სერიისთვის. 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოკეის საყურებლად ჩავიდა, მაგრამ მილანის შემოგარენში საოჯახო სასტუმროში დაბინავებისთანავე დააკავეს. ის სასჯელის მოსახდელად ციხეში გადაიყვანეს და საყვარელი გუნდის თამაშს ვერ დაესწრო.