პოლიტიკა
17 February
აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ჟურნალისტი ემინ ჰუსეინოვი მიუნხენში შეურაცხყო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ ჟურნალისტი ემინ ჰუსეინოვი შეურაცხყო. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჰუსეინოვმა ალიევას აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კითხვები დაუსვა. მანამდე, ჟურნალისტს პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის კითხვების დასმის უფლებასაც უზღუდავდნენ.