მსოფლიო
26 February
კიმ ჩენ ინი ბირთვული არსენალის გაფართოებას აანონსებს – აშშ-სთან დიალოგისთვის კარი ღიაა, სამხრეთ კორეასთან – დახურული
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ბირთვული არსენალის გაფართოებისა და ოპერაციული მოქმედების რადიუსის გაზრდის განზრახვა გამოაცხადა, ვაშინგტონს კი მოუწოდა, პატივი სცეს ფხენიანის ბირთვულ ძალას. მან აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას „შეუძლიათ ერთმანეთთან შეთანხმება“, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ მიიღებს იმ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი სამუდამოდ დარჩება. მიუხედავად აშშ-სთან დიალოგის პოტენციური შესაძლებლობისა, კიმ ჩენ ინმა უარი თქვა სამხრეთ კორეასთან ნებისმიერ დიპლ