დიპლომატია, საქართველო-ირანის ურთიერთობები
22 February
ირანის საელჩოს სკანდალური ფორმულირება: „ქართველთა ირანში ჩასვლის“ 410 წლისთავი თუ მასობრივი დეპორტაცია?
ირანის ელჩმა საქართველოში, ალი მოუჯანმა, აღიარა საელჩოს მოსაწვევში გამოყენებული სადავო ფორმულირება, რომელიც მე-17 საუკუნეში ქართველების ირანში იძულებით გადასახლებას „ჩასვლას“ უწოდებდა. კონტროვერსია მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფესორმა გიორგი სანიკიძემ მოსაწვევის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნის პარალელურად, „ქართველების ირანში ჩასვლის 410 წლისთავზეც“ იყო საუბარი, რაც შაჰ აბას I-ის მიერ კახეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება. ელჩმა პასუხისმგებლობა სეფია