სპორტი
22 February
იგორ ტუდორის დებიუტი „ტოტენჰემში“ – ჩრდილოეთ ლონდონის დერბი „არსენალის“ წინააღმდეგ
პრემიერ ლიგის ლიდერი „არსენალი“, რომელიც ბოლო პერიოდში ქულებს კარგავს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაძაბულობას განიცდის, ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში დაუძინებელ მეტოქეს, „ტოტენჰემს“ ესტუმრება. „დეზებს“ ახალი მწვრთნელი, იგორ ტუდორი ჰყავთ, რომლის დებიუტიც გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩზე მოდის, რადგან „ტოტენჰემი“ გავარდნის ზონასთან ახლოსაა. ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაპირისპირება კვირას გაიმართება.