აშშ
26 February
აშშ-ის მოსამართლე: მიგრანტების სწრაფი დეპორტაცია მესამე ქვეყნებში სამართლიანი პროცესის დარღვევაა
შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიგრანტების სწრაფი დეპორტაცია მათთვის უცხო ქვეყნებში, საჩივრის შეტანის შესაძლებლობის გარეშე, კანონდარღვევად ცნო. მოსამართლე ბრაიან მერფიმ ეს პოლიტიკა არალეგალურად მიიჩნია და აღნიშნა, რომ სამართლიანი პროცესის უფლება აშშ-ის კონსტიტუციის ფუნდამენტური ნაწილია. გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მასობრივი დეპორტაციის კამპანიის მორიგი იურიდიული მარცხია.