გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ტრამპი პუტინის გაძლიერებაში და უკრაინის შესუსტებაში დაადანაშაულა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, დონალდ ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვლადიმერ პუტინთან „მეგობრული“ დამოკიდებულებით და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცირებით, გავლენა მოახდინა ომის მიმდინარეობაზე მოსკოვის სასარგებლოდ. პისტორიუსმა ასევე გააკრიტიკა ნატოში უკრაინის წევრობის საკითხის მოლაპარაკებებიდან ნაადრევად ამოღება, რაც მისი თქმით, მოლაპარაკების ინსტრუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო.