კრიმინალი
18 February
ერევანში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერევანში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. სამართალდამცველები ინციდენტის ყველა გარემოებას იძიებენ. დაჭრილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.