დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი ლინდსი ჰოილი აცხადებს, რომ მან პიტერ მანდელსონის შესახებ ინფორმაცია ლონდონის პოლიციას გადასცა. ბრიტანული მედიის ცნობით, ჰოილმა პოლიციას განუცხადა, რომ მანდელსონი, რომელსაც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო აკვირდებიან, შესაძლოა, გაქცევას ეცადოს. მანდელსონის ადვოკატებმა ამას „უსაფუძვლო“ უწოდეს.