ნეპალში ავტობუსის ავარიას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 24 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭედილი ავტობუსი ნეპალის პრიტვის მაგისტრალიდან ტრიშულის მდინარესთან მდებარე მთის ფერდობზე გადავარდა. პოლიცია ინციდენტს იძიებს. ნეპალის ვიწრო გზებზე ავტობუსების ავარიები ხშირია.