ეს ორი ქალი კინორეჟისორი საკუთარ სამშობლოში განცდილ უსამართლობას განსხვავებული ჟანრების საშუალებით გადმოსცემს — ერთი რომანტიკული კომედიის, მეორე კი კოშმარული დრამის სახით. ეს ორი ფილმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება: ავღანელი რეჟისორის, შაჰრბანოუ სადათის „ცუდი კაცები არ არსებობენ“ (No Good Men) სასიამოვნო რომანტიკული კომედიაა, ხოლო ირანელი რეჟისორის, მაჰნაზ მოჰამადის „როია“ (Roya) დამთრგუნველი ფსიქოლოგიური დრამა. მიუხედავად სტილისტური განსხვავებებისა, ნამუშევრებს ერთი საერთო მახასიათებელი აერთიანებს: ისინი ორი ქალი კინორეჟისორის გამორჩეულ სარეჟისორო მიდგომებს წარმოაჩენს, რომლებმაც საკუთარი ავტოკრატიული სამშობლოებში განცდილი უსამართლობის პირადი გამოცდილება გამოიყენეს. „ცუდი კაცები არ არსებობენ“ და „როია“ მსოფლიო პრემიერით წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსდგა. შაჰრბანოუ სადათის „ცუდი კაცები არ არსებობენ“ ფესტივალი 12 თებერვალს გახსნა. რეჟისორის წინა სრულმეტრაჟიანი ფილმები, „მგელი და ცხვარი“ (Wolf and Sheep, 2016) და „ობოლთა თავშესაფარი“ (The Orphanage, 2019), მანამდე კანის კინოფესტივალზე კარგად იყო მიღებული. „ცუდი კაცები არ არსებობენ“, რომელიც ავღანეთის პირველ რომანტიკულ კომედიად არის მიჩნეული, სადათი ასევე ასრულებს ნარუს, ქალ-ოპერატორის მთავარ როლს, რომელიც ქაბულის ტელევიზიაში თავის პროფესიულ შესაძლებლობებს ამტკიცებს, რადგან ახერხებს აღბეჭდოს, თუ რას ფიქრობენ სხვა ქალები ქვეყანაში მამაკაცებზე. მარტოხელა დედა, ნარუ კვლავაც ექცევა თავისი ზარმაცი ყოფილი პარტნიორის მხრიდან შევიწროების ქვეშ, პარალელურად კი ახალ ურთიერთობას ამყარებს ერთ-ერთ კოლეგასთან. მრავალი თვალსაზრისით, ეს ნარუს ცხოვრებაში აყვავების პერიოდია, მაგრამ მოვლენები ტალიბანის მიერ ქვეყნის ხელახლა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ვითარდება, რამაც ტალიბანის შემდგომი დემოკრატიზაციის ორ ათწლეულიანი ერა (2001-2021) შეწყვიტა. ფილმში ნარუ და მისი მეგობარი ქალები თავისუფლები არიან და ღიად განიხილავენ საკუთარ ურთიერთობის პრობლემებს. ერთ სცენაში ისინი ოფისში ხუმრობენ დილდოთი, რომელიც აშშ-დან ნარუსთვის საჩუქრად ჩამოიტანეს. მაგრამ, როგორც სადათი „ბერლინალეს“ პრესკონფერენციაზე განმარტავს, ეს პერსონაჟები ქვეყნის ყველაზე პრივილეგირებულ საშუალო ფენის ქალებს წარმოადგენენ; მათ აქვთ სამსახური, რომელიც საშუალებას აძლევს იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და ჰქონდეთ საკუთარი არჩევნის თავისუფლება ქაბულის ცენტრის „პატარა თავისუფლების ბუშტში“. „მაგრამ როგორც კი ქალი დატოვებს ამ ბუშტს და მიდის რაიონებში ან პროვინციებში, ის კარგავს თავისი დამოუკიდებლობის ნაწილს, ან თუნდაც მთლიანად. ბევრგან, მამაკაცის თანხლება არ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობა“, — განმარტავს სადათი, გულისხმობს რა უკიდურესად პატრიარქალურ სისტემას, რომელიც ამ ორი ათწლეულის შედარებითი თავისუფლების პერიოდში შენარჩუნდა. კინორეჟისორი ასევე აკრიტიკებს ავღანეთის „ე.წ. დემოკრატიის ეპოქას“, რომლის დროსაც „ქალთა უფლებები“ პოპულარულ ინდუსტრიად იქცა ავღანეთში“, — ამბობს ის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დაფინანსება ქალთა გაძლიერებისთვის მიედინებოდა, მისი განმარტებით, ყველგან კორუფცია იყო და ფული იშვიათად აღწევდა თავად ქალებამდე. „ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ შეიცვალა. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და ინდივიდი გამდიდრდა, მაშინ როცა ქალები, რომლებსაც ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ, არა“, — აღნიშნავს სადათი. რადგანაც რეჟისორი სულ უფრო მეტად გრძნობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ენა „ქალთა უფლებების“ კონცეფციას საკუთარი უპირატესობისთვის იყენებდა, მიხვდა, რომ ამ საკითხის აღდგენა შეეძლო ქვეყნის სექსიზმსა და პატრიარქალურ აზროვნებაზე კომენტარებით, საკუთარი პირადი თხრობის მეშვეობით. „ამავდროულად, იმედგაცრუებული ვიყავი იმითაც, რომ ავღანეთის ამსახველი ისტორიებსა და ნარატივებში ქვეყანა თითქმის ყოველთვის ომის დრამის პრიზმით იყო ნაჩვენები“, — განმარტავს ის, რამაც რომანტიკულ კომედიაზე მუშაობისკენ უბიძგა. პროექტის გამო მას კრიტიკა შეხვდა, რადგან ზოგი ფიქრობდა, რომ ჟანრი შეუფერებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთში ხალხი პოლიტიკური სიტუაციის გამო იტანჯებოდა. მაგრამ თავის მხრივ, ის აღშფოთდა იმით, რომ სხვებს შეეძლოთ განესაზღვრათ, თუ რა ისტორიები უნდა მოეყოლა; ეს იყო ავღანელების „დეჰუმანიზაციის კიდევ ერთი გზა, რადგან მათ არ აძლევდნენ უფლებას გადაეღოთ ფილმი ავღანეთში მცხოვრებ ადამიანებზე – ადამიანებზე, რომელთა ყოველდღიური ცხოვრებაც იუმორსა და სიმსუბუქესაც შეიცავს.“ ირანელი რეჟისორის მაჰნაზ მოჰამადის „როია“-ში იუმორისა და სიმსუბუქისთვის ადგილი აღარ რჩება: ფილმი ირანის ევინის ციხეში არსებულ საშინელ პირობებს პატიმრის სუბიექტური პერსპექტივიდან ასახავს და თანაბრად წარმოაჩენს წამების ფსიქოლოგიურ გავლენას. როია (მელის საზენი) მასწავლებელია, რომლის პოლიტიკური შეხედულებები მას სამარცხვინო ციხეში ახვედრებს. სამმეტრიან საკანში გამოკეტილი, სადაც მოციმციმე შუქი და სხვა პატიმრების მტანჯველი კივილი მუდმივად ავსებს მის სენსორულ სივრცეს, მას რეგულარულად აწამებენ, რათა იძულებითი სატელევიზიო აღიარება მიიღონ. როია დუმს. მრავალი პატიმრისთვის „ეს სიჩუმე წინააღმდეგობის ბოლო გზაა“, — განუცხადა მოჰამადიმ DW-ს. ფილმი ასევე აჩვენებს, თუ როგორ რჩება როია საკუთარ სიჩუმეში, მისი გონება კვლავ დაპატიმრებულია, მაშინაც კი, როდესაც მას ათავისუფლებენ – და ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის ტარებას ავალდებულებენ. ევინში მრავალჯერადი დაპატიმრების გამო, მოჰამადიმ წერა ციხეში დაიწყო: „წლები გავატარე ამ გამოცდილებით. ფილმმა საშუალება მომცა, ხელახლა განმეხილა ისინი, ფენა-ფენა, და უკეთ გამეგო, თუ როგორ...“ (ტექსტი წყდება)