ჟენევაში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ-ბუსაიდის შუამავლობით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი განახლდა. შეხვედრები სამხედრო ძალების გააქტიურებისა და რეგიონული ომის საფრთხეების ფონზე მიმდინარეობს, რაც მოლაპარაკებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს მხარეებს.