ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში, გზაჯვარედინზე მოულოდნელად გიგანტური ორმო გაჩნდა, რომელმაც შუქნიშანზე გაჩერებული ორი მანქანა ჩაითრია. პოლიციის განცხადებით, ორივე მძღოლმა შემთხვევის ადგილი მაშველების მოსვლამდე დატოვა და არავინ დაშავებულა. ხელისუფლება აფრთხილებს, რომ ქუჩა შესაძლოა რამდენიმე დღით დაკეტილი დარჩეს იმის შიშით, რომ ორმო არ გაფართოვდეს.