საერთაშორისო
/
01.03.2026
გაეროს გუტერეში აშშ-ის, ისრაელის დარტყმებსა და ირანის საპასუხო თავდასხმებს გმობს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს, ასევე ირანის საპასუხო თავდასხმებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „ჭეშმარიტი დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ“ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის მასშტაბით მასიური სამხედრო დარტყმები განახორციელეს. მან აღნიშნული თავდასხმები „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ სერიოზულ საფრთხედ შეაფასა.
წყარო: www.aljazeera.com
გაზიარება