დემოკრატი კონგრესმენი ალ გრინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ერის მდგომარეობის შესახებ“ მიმართვისას დარბაზიდან გააძევეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კონგრესმენმა აბრა აღმართა წარწერით „შავკანიანები მაიმუნები არ არიან“. ეს წარწერა უშუალოდ უკავშირდება პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში Truth Social-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ პოსტს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა მაიმუნებად იყვნენ გამოსახულნი.