აშშ-მა და ირანმა, ომანის შუამავლობით, ჟენევაში გამართულ არაპირდაპირ ბირთვულ მოლაპარაკებებზე ძირითად „წამყვან პრინციპებზე“ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება. ამერიკულ მხარეს დაუყოვნებელი კომენტარი არ გაუკეთებია. მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ დადგენილა.